დღეს, 19 დეკემბერს 16:00 საათზე სასტუმრო ,,აისი''-ში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დასაქმების სააგენტო წლის შემაჯამებელ ღონისძიებას გამართავს.
ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება: დასაქმების სააგენტოს მუშაობის 11 თვის ანგარიში;პრეზენტაცია ,,შრომის ბაზრის კვლევის'' შედეგებზე; პრეზენტაცია დასაქმების სააგენტოს ახალი ვებ-გვერდისwww.hrajara.gov.ge-ის შესახებ.
ღონისძიებას საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლები დაესწრებიან. გამოვლინდება საუკეთესო დამსაქმებლები და საუკეთესო პარტნიორები, რომელთაც გადაეცემათ სიგელები და სიმბოლური საჩუქრები.