გორის რაიონის სოფელ რუისთან მომხდარი ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ერთიც მსუბუქად დაშავდა.
არსებული ინფორმაციით, "ოპელის" მარკის ავტომობილი ჯერ ფეხით მოსიარულეს შეეჯახა, შემდეგ კი სავალი ნაწილიდან გადავიდა. როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენს" შსს-ში განუცხადეს მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.