საქართველოსა და რუსეთის წარმომადგენლებს შორის შეხვედრაზე საუბრისას, პუტინმა აღნიშნა, რომ მსგავსმა შეხვედრამ შედეგი ერთხელ უკვე გამოიღო, როცა მხარეებს შორის დიალოგი ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანებას ეხებოდა.
,,თბილისი მაშინ ამ წინადადებას დათანხმდა, რაც ძალიან კარგი ჟესტი იყო და მოსკოვმაც ქართულ პროდუქციას რუსეთის ბაზრის კარი გაუღო." - აღნიშნა პუტინმა.
მისი აზრით, არსებული რეალობიდან გამომდინარე, საქართველომ რუსეთთან პირდაპირ კონტაქტებზე უნდა იფიქროს.
მასალის გამოყენების პირობები