ევროპარლამენტში საქართველოს ყოფილ და მოქმედ პრეზიდენტებს შორის კომუნიკაცია არ შედგა. როგორც ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ქართველ ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა მოქმედ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან საიდუმო შეხვედრას არ აპირებს და არც დრო არ აქვს.
„იქ ისეთი ეჭვიანი ბოროტი, დედინაცვალი, თუ მამინაცვალი ელოდება მაგათ ყველას. იმდენი პრობლემები აქვთ, იმდენი თვალი უყურებთ და იმდენი მეთვალყურე გამოატანეს, ნამდვილად არ მინდა ვინმე ჩავაყენო უხერხულ მდგომარეობაში. თან მაგვიანდება, იმ კაცს შეუძლია მშვიდად იყოს ახალა მივფრინავ მერკელთან და სხვებთან ერთად უნდა განვიხილო საქართველოს საკითხები.დღეს მარგველაშვილისთვის მე დრო არ მაქვს, ამიტომ შეუძლია იმ კაცს წყნარად იყოს საიდუმლო შეხვედრები არ შედგება", _განმარტა სააკაშვილმა.