ვიცე-პრემიერის კახა კალაძის განცხადებით, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, ჯანმრთელობის პრობლემების გამო, ბრიუსელში საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირებას ვერ დაესწრება.
„ხელისუფლების წარმომადგენლებს რაც შეეხება, ეს პარლამენტის პრეროგატივაა და შესაბამისად ბატონი დავით უსუფაშვილი იქნება მიწვეული, უბრალოდ პრობლემა არის ის, რომ მე როგორც ვიცი ბატონ დავითს აქვს ჯანმრთელობის პრობლემები და იქნება სხვა წარმომადგენლობითი ჯგუფი საქართველოდან," - განაცხადა ჟურნალისტებთან კალაძემ.
შეგახსენებთ, რომ ევროპარლამენტი სართველო-ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირებას ხვალ მოახდენს.
მასალის გამოყენების პირობები