ყოფილი პრემიერის ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმეზე დაკავებული მიხეილ ძაძამია პატიმრობიდან გათავისუფლდა.
საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილება გუშინ მიიღო. მოსამართლე ეკა არეშიძემ ბრალდებული 2 ათასი ლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.
შეგახსენებთ რომ მიხეილ ძაძამიას პროკურატურა სამსახურეობრივ გულგრილობას ედავება რასაც სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა. აღნიშნული ბრალდება 4 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.მიხეილ ძაძამია მარტში დააკავეს. ის ზურაბ ჟვანიას დაცვის ყოფილი უფროსი იყო.