საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგი გიგიაძე ვიზა-ლიბერალიზაციის საკითხთან დაკავშირებით ექსპერტებს შეხვდება. როგორ ,,ჯი-ეიჩ-ენს" საგარეო უწყებიდან აცნობეს მხარეებს შორის შეხვედრა საგარეო საქმეთა სამინისტროში 14:30 საათზე გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ საქართველომ და ევროკავშირმა სავიზო რეჟიმის გამარტივების შესახებ მოლაპარაკებები 2012 წლის ივნისში დაიწყეს, ხოლო ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა, რაც წარმოადგენს მოთხოვნების დეტალურ ჩამონათვალს, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს ევროკავშირისგან მოკლევადიანი უვიზო რეჟიმის მისაღებად, საქართველოს 2013 წლის თებერვლის ბოლოს გადაეცა. აღსანიშნავია, რომ საქართველომ ცოტა ხნის წინა ვიზა-ლიბერალიზაციის პირველი ფაზა წარმატებით დაასრულა და სამოქმედო გეგმის მეორე ფაზის შესრულებაზე გადავიდა.
მასალის გამოყენების პირობები