ჟენევის საერთაშორის მოლაპარაკებების 30-ე რაუნდის მთავარი შეხვედრა გაიმართება. საქართველოს დელეგაცია ორი ძირითადი საკითხის დაყენებას გეგმავს. კერძოდ, რუსეთის მიერ ძალის არ გამოყენების ვალდებულების აღება და შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, რეგიონში უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად საერთაშორისო მექანიზმების ამოქმედება.
ეს არის პირველი შეხვედრა მას შემდეგ, რაც რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის ე.წ. შეთანხმება გაფორმდა.
შეხვედრის მონაწილეები არ გამორიცხავენ, რომ კონსულტაციებზე ერთ-ერთი მთავარი განსახილველი საკითხი ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის რეგიონიც გახდეს, რომელთანაც მოსკოვი აფხაზეთის ანალოგიური ხელშეკრულების გაფორმებას გეგმავს.
გუშინ კი ქართულ დელეგაციას მოლაპარაკებები თანათავმჯდომარეებთან ჰქონდა.
ჟენევის საერთაშორის მოლაპარაკებების 30-ე რაუნდზე ქართულ დელეგაციას, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, დავით დონდუა ხელმძღვანელობს.