პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მთავრობა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის ხარჯზე არც ერთ მოლაპარაკებაზე არ წავა და ამ საკითხზე პრინციპულობას ინარჩუნებს. თუმცა ღარიბაშვილი ს მიიჩნევს, რომ ამ ეტაპზე ჟენევისა და აბაშიძე-კარასინის ფორმატი უნდა გაგრძელდეს.
,,ჩვენ ვაგრძელებთ ჟენევის მოლაპარაკებების რაუნდს. ბუნებრივია, ჩვენ ყველგან დავგმეთ ძალიან პრინციპულად და მკაცრად რუსეთის ქმედება. ჩვენ მოვისმინეთ საერთაშორისო საზოგადოების, ჩვენი პარტნიორების ასევე ძალიან პრინციპული პოზიცია. მათ დაგმეს რუსეთის მთავრობის მხრიდან გადადგმული ეს მორიგი ნაბიჯი ანექსიისკენ. რეალურად ეს ხელს შეუშლის ჩვენს შორის დაწყებულ დიალოგს, მაგრამ ჩვენ ვაგრძელებთ ამ დიალოგს, ვინაიდან მიგვაჩნია, რომ დიალოგის არსებობა არის სწორი გზა და აუცილებელია. ჩვენ ვაგრძელებთ აბაშიძე-კარასინის ფორმატს, ვაგრძელებთ ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატს და დაველოდოთ შედეგებს. ჩვენ ერთის მხრივ ვართ და ვიქნებით პრინციპულები და ჩვენი ტერიტორიების ხარჯზე არც ერთ მოლაპარაკებაზე არ წავალთ, მაგრამ რაც შეეხება ჩვეულებრივ კონსტრუქციულ დიალოგს, ისეთ საკითხებზე როგორიცაა ვაჭრობას და ეკონომიკური ურთიერთობები ეს სხვა საკითხია. ჩვენ თავიდანვე გავმიჯნეთ პოლიტიკური ურთიერთობები ეკონომიკური სავაჭრო ურთიერთობებიდან და ამ მხრივ კარგად მივდივართ", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.