პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ თუ უკრაინის მთავრობაში საქართველოს ყოფილი მაღალჩინოსანი ზურაბ ადეიშვილი ადგილს დაიკავებს, ეს ფაქტი ორი ქვეყნის ურთიერთობაზე ნეგატიურად აისახება.
,,სხვათა შორის, ძალიან მიკვირს, როცა საუბარია ჩვენი მეგობარი უკრაინის მთავრობის შემადგენლობაში მისი სავარაუდო დანიშვნის თაობაზე. ამის თაობაზე წუხილი გამოვთქვით, რომ ჩვენ მიერ ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი ადამიანი შესაძლოა, ამა თუ იმ თანამდებობას იკავებდეს, ეს რა თქმა უნდა, არაა სასურველი ვარიანტი და მიმაჩნია, რომ საუკეთესო გამოსავალი არ არის. მითუმეტეს იმ ადამიანის დანიშვნა, რომელმაც საქართველოს 300 000 მოქალაქე გაასამართლა და ყველამ კარგად იცის, რასთან იყო მისი საქმიანობა დაკავშირებული, ვფიქრობ, ეს ჩვენი ურთიერთობებისათვის ძალიან დამაზიანებელი იქნება",-განაცხადა ღარიბაშვილმა.