თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ალასანია ბოლო პერიოდში განხორციელებულ საკადრო ცვლიელებებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ თუ არ შეიცვალა მართვის ის სტილი, რომელიც ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა დაამკვიდრა რამდენიმე მაღალჩინოსნის შეცვლა ვერ მოახდენს გარღვევას ქვეყნის მართვის სისტემაში.
„თუ არ შეიცვალა ქვეყანაში მართვის ის სტილი, არაფორმალური, რომელიც დაამკვიდრა ბიძინა ივანიშვილმა, თითოეული ან რამდენიმე მაღალჩინოსნის შეცვლა ვერ მოახდენს გარღვევას ქვეყნის მართვის სისტემაში. სისტემური ცვლილება უნდა განხორციელდეს. დაპირისპირების შემდეგ მიღებული გადაწყვეტილებები კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ პრემიერ-მინისტრი არის ფიქტიური ფიგურა და ყველა გადაწყვეტილებას იღებს ბიძინა ივანიშვილი," - განაცხადა ალასანიამ.