ხელისუფლება არ არის მზად იმისათვის, რომ საარჩევნო გარემო შეიცვალოს, - ასეთი განცხადება გააკეთა „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას საარჩევნო გარემოს შეფასებასთან დაკავშირებით. მისი თქმით, სრულიად ნათელია, რომ ხელისუფლება არ არის მზად საარჩევნო გარემოს შეცვლისათვის.
„ნათელია ისიც, რომ დიდი ალბათობით იქნება ვადამდელი არჩევნები, იმიტომ რომ ქვეყანა პრაქტიკულად არის კოლაფსში და ჩვენ თანდათანობით ვიძირებით ჭაობში, რასაც ნამდვილად სჭირდება ვადამდელი არჩევნები. ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ უმნიშვნელოვანესი საკითხების განხილვა კვლავ არჩევნებამდე სამი თვით ადრე შემოინახოს, შემდეგ გამოაცხადოს, რომ ამ ცვლილებებისთვის დრო და რესურსი არ არის და დატოვოს ყველაფერი ისე, როგორც ეს იყო „ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის დროს.
რაც არ უნდა სცადოს „ქართულმა ოცნებამ", თუ ის ასე გააგრძელებს, მომავალ არჩევნებში გამარჯვებას ნამდვილად ვერ მოიპოვებს," - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.