"ძალადობა შოკივით დადგა წელს ჩვენი საზოგადოების წინაშე. ვიხილეთ ტრაგედიები, რომელიც ჩვენ ყველას გვაშფოთებს", _ამის შესახებ, პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ,,ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის" მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე „გავიმარჯვოთ ქალებთან ერთად" სიტყვით გამოსვლისას განმარტა.
მარგველაშვილის განცხადებით, ქალებზე გახშირებულ ძალადობაზე ერთ-ერთი პასუხი არის სწორედ პოლიტიკურ პროცესებში ქალთა მონაწილეობა.
,,რა არის ის, რის გამოც ჩვენ აღმოვჩნდით საზოგადოება, რომელიც ასე ძალადობს ფიზიკურად უფრო სუსტი სქესის წარმომადგენლებზე. ერთ-ერთი პასუხი ამ პრობლემასთან მიმართებაში არის სწორე პოლიტიკურ პროცესებში ქალთა მონაწილეობა. მინდა გამოვხატო ჩემი მხარდაჭერა პროცესების ამ მიმართულებით გაღრმავებასთან დაკავშირებით. მინდა იმედი ვიქონიო, რომ ჩვენი შეხვედრები მიგვიყვანს ისეთ სისტემამდე, რომელიც არა უბრალოდ ხელს შეუშლის ქალების პოლიტიკაში მონაწილებას, არამედ წინ წაწევს ამ პროცესს, გარკვეული საკანონდებო ფორმით, თუ სხვა ტიპის ინიციატივით და რეალურად მივიღებთ ქალების ბევრად შთამბეჭდავ მონაწილეობას, როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის, ისე ცენტრალურ სტრუტურების დონეზე", _განაცახდა პრეზიდენტმა.
შეგახსენებთ, რომ ,,ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი" (NDI) მასპინძლობს კონფერენციას „გავიმარჯვოთ ქალებთან ერთად" .როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენს" ორგანიზაციიდან აცნობეს ღონისძიების მიზანი საქართველოში ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის შესახებ დისკუსიის გაგრძელებაა.
კონფერენცია 10:00-დან 16:00 საათამდე სასტუმროში "რედისონ ბლუ ივერიაში" გაიმართება , სადაც პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის გარდა სიტყვით გამოვლენ, პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი და საქართველოში შვედეთის სამეფოს ელჩი მარტინა ქუიქი.