საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ინიციატივით მიმდინარეობს განაცხადების მიღება ეკომიგრანტი ოჯახებისათვის საცხოვრებელი სახლების მოძიების მიზნით.
სამინისტროში მოქმედი პროექტის ფარგლებში, სტიქიით დაზარალებულ ოჯახებს, საშუალება ეძევათ, 20 000 ლარის ფარგლებში, საცხოვრებელი სახლი თავისი სურვილის მიხედვით მოიძიონ. ბენეფიციარების მიერ შერჩეულ სახლებს, სამინისტრო კრიტერიუმების გათვალისწინებით შეისყიდის. ეკომიგრანტი ოჯახების მიერ სახლების შერჩევა, ხელს უწყობს განსახლების შემდგომ მათი ინტეგრაციის პროცესს.
აღნიშნულ პროექტში მონაწილეობის მიღების სურვილის შემთხვევაში ეკომიგრანტებმა უნდა მიმართონ:
-ქ. ბათუმი-მ. კომახიძის ქ. N 119 (აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სტიქიით დაზარალებულთა საქმეების დეპარტამენტი);
-ქ. თბილისი-თამარაშვილის ქ. N 15ა (საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო);
-ქ. ზუგდიდი-რუსთაველის ქ. N 87 (საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს რეგიონალური სამმართველო);
-ქ. ქუთაისი-ირაკლი აბაშიძის ქ. N 27 (საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს რეგიონალური სამმართველო).