დღეს, 9დეკემბერს და ხვალ, 10 დეკემბერს საქართველოს დელეგაცია, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის დავით დონდუას ხელმძღვანელობით, მონაწილეობას მიიღებს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების რიგით 30-ე რაუნდშიi როგორც ტრადიციულ ბრიფინგზე საგარეო უწყების პრეს-სპიკერმა დავით კერესელიძემ განაცახდა ქართული მხარე შეხვედრაზე აუცილებლად დასვამს საკითხს დე ფაქტო აფხაზეტთსა და რუსეთს შორის გაფორმებულ ე.წ. ხელშეკრულებაზე.
,,პირველი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში ქართული მხარე დასვამს მოსკოვსა და სოხუმის საოკუპაციო რეჟიმს შორის „მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ" ე.წ. „ხელშეკრულების" გაფორმების საკითხს და გამოხატავს მკაცრ პროტესტს აღნიშნულთან დაკავშირებით.ამასთან, განხილული იქნება საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში და მიმდებარე ზონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული ვითარება. საქართველოს დელეგაცია კიდევ ერთხელ გაამახვილებს თანათავმჯდომარეების ყურადღებას ადგილობრივი მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებების, მათ შორის თავისუფალი გადაადგილებისა და მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლების უხეში დარღვევების ფაქტებზე", _განაცახდა კერესელიძემ.
მისივე განმარტებით, მოლაპარაკებების ფარგლებში საქართველოს დელეგაცია კვლავ დააყენებს საკითხს რუსეთის მიერ ძალის გამოუყენებლობის შესახებ ვალდებულების აღების აუცილებლობის თაობაზე, ასევე, ხაზგასმით აღნიშნავს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების ამუშავების საკითხზე.
მეორე სამუშაო ჯგუფის ფარგლებში განხილული იქნება ჰუმანიტარულ მდგომარეობასთან დაკავშირებული საკითხები.