მიმდინარე კვირის პლენარული სხდომების განრიგი და დღის წესრიგი განიხილეს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე.
დღის წესრიგის მიხედვით, პარლამენტს მიმდინარე კვირაში რამდენიმე საკანონმდებლო პაკეტზე მოუწევს მსჯელობა, მათ შორის: „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონი და მისგან გამომდინარე კანონპროექტთა პაკეტი, ასევე მასთან დაკავშირებული ორი დადგენილება, „საგადასახადო კოდექსში" შესატანი ცვლილებები, „კანონპროექტთა პაკეტი „იარაღისშესახებ" კანონში ცვლილებები; „ნარჩენების მართვის კოდექსი" და მისგან გამომდინარე საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, საქართველოს კანონის პროექტი „ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ" და მისი თანმდევი ცვლილებების პაკეტი და სხვა საკანონმდებლო დოკუმენტები.
სულ მიმდინარე სასესიო კვირაში პარლამენტი სამოცდაათზე მეტ დოკუმენტს განიხილავს, მათ შორის, ახალ საკანონმდებლო ინიციატივებსაც.
პარლამენტის პლენარული სხდომა ოთხშაბათს 13:00 საათზე ქუთაისში გაიმართება.