ხვალ, 9 დეკემბერს საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი თურქეთის რესპუბლიკას ოფიციალური ვიზიტით ეწვევა. როგორც საგარეო უწყების პრეს-სპიკერმა დავით კერესელიძემ ტრადიციულ ბრიფინგზე განაცხადა დაგეგმილია რამდენიმე მაღალი დონის შეხვედრა.
,,მას შეხვედრები ექნება თურქეთის პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან. ვიზიტის ფარგლებში იქნება შეხვედრა იმ არარეზიდენტ ელჩებთან, რომლებიც საქართველოს ფარავენ თურქეთიდან", _განაცხადა კერესელიძემ.
მისივე განმარტებით, საგარეო უწყების ხელმძღვანელის ვიზიტი 10 დეკემბერს უკვე ქალაქ ყარსში გაგრძელდება, სადაც სამმხრივ ფორმატში (საქართველო, აზერბაიჯანი, თურქეთი) იქნება მინისტერიალი, სადაც განიხილება რეგიონული უსაფრთხოებისა და ურთიერთანამშრომლობის საკითხები.