იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი არ ფლობს ინფორმაციას მთავრობაში მოსალოდნელ საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით.
მინისტრმა განმარტება უკვე ყოფილი მაღალჩინოსნების თანამდებობის დატოვების თაობაზეც გააკეთა.
,,ჩემთვის არაფერია ცნობილი მთავრობაში საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე, გამოვრიცხავ ასეთ საკადრო ცვლილებებს. რაც შეეხება უკვე განხორციელებულ ცვლილებებს, ადამიანებმა გადაწვიტეს, რომ დაგვტოვონ. სულ ეს არის, რაც ვიცი, რატომ. ეს ჩემთვის ცნობილი არ არის და არც ვაპირებ ვეძიო, რატომ წავიდნენ ეს ადამიანები სამსახურებიდან", - განაცხადა წულუკიანმა.
შეგახსენებთ, რომ თანამდებობა დატოვა ,,ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა ზვიად ჯანყარაშვილმა, ასევე შსს მაღალჩინოსნებმა და მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა.