ხვალ, 9 დეკემბერს ჟენევის მოლაპარაკებების 30-ე რაუნდი გაიმართება. ქართულ დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით დონდუა უხელმძღვანელებს. როგორც ტრადიციულ ბრიფინგზე საგარეო უწყების პრეს-სპიკერმა დავით კერესელიძემ განაცახდა ქართული მხარე შეხვედრაზე აუცილებლად დასვამს საკითხს დე ფაქტო აფხაზეტსა და რუსეთს შორის გაფორმებულ ე.წ. ხელშეკრულებაზე.
"პირველი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში ქართული მხარე აუცილებლად დასვამს მოსკოვსა და სოხუმის საოკუპაციო რეჟიმს შორის "მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ" ე.წ. ხელშეკრულების გაფორმების საკითხს და გამოხატავს პროტესტს. ასევე, განხილული იქნება ოკუპირებულ რეგიონებში, მიმდებარე ზონებში ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებული ვითარება", -განაცხადა საგარეო უწყების პრეს-სპიკერმა დავით კერესელიძემ.
მისივე განმარტებით, ჟენევის მოლაპარაკებებზე ასევე განიხილავენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის ფულებების კუთხით არსებულ ვითარებაზეც.
მასალის გამოყენების პირობები