„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო"-ს პრესამსახურის ზვიად ჯანყარაშვილის თანამდებობიდან წავლის შესახებ განცხადებას ავრცელებს სადაც იმ მიზეზებს განმარტავს რის გამოც ჯანყარაშვილმა აღნიშნული გადაწვეტულება მიიღო: ,,ჯი-ეიჩ-ენი" განცახდებას უცვლელად გთავაზობთ: ,, პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" აღმასრულებელი მდივნის თანამდებობიდან ზვიად ჯანყარაშვილის გადადგომასთან დაკავშირებით განვმარტავთ, რომ ზვიად ჯანყარაშვილმა დაკავებული თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვა.მიუხედავად იმისა, რომ ზვიად ჯანყარაშვილი აღარ ასრულებდა შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის მოვალეობას, მას მუდმივად, პრემიერის ოჯახთან ნათესაობის გამო, სხვადასხვა სახის ბრალდებას უყენებდნენ.იმისთვის, რომ საზოგადოებას აღარ დარჩეს კითხვები და ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს ამ თემით სპეკულირება, ზვიად ჯანყარაშვილმა გადაწყვიტა დაეტოვებინა პარტიული თანამდებობაც. იგი არც ერთ საჯარო თანამდებობაზე აღარ იმუშავებს", -ნათქვამია პრესამსახურის განცახდებაში.