რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის დავით შავლიაშვილის პირველი მოადგილის პოსტს ზურაბ კოპაძის ნაცვლად,ნოდარ ჯავახიშვილი, დაიკავებს. როგორც მთავარობის პრესამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია განმარტებული საკადრო ცვლილებები სახელმწიფო სამსახურში ბუნებრივი პროცესია.
აღნიშნულ გადაწყვეტილებას მთავრობა იმითაც ხსნის რომ ინფრასტრუქტურის სამინისტროს მომავალი წლიდან ძალიან დიდი და მასშტაბური სამუშაოების განხორციელება მოუწევს, სამინისტროს ბიუჯეტი კი, მილიარდ ლარს შეადგენს, შესაბამისად ზურაბ კოპაძის ნაცვლად, მინისტრის მოადგილის პოსტს დაიკავებს ნოდარ ჯავახიშვილი, რომელსაც საზოგადოება კარგად იცნობს.
მთვარობის პრესამსახურის ცნობით, ჯავახიშვილის მრავალწლიანი გამოცდილება, ხელს შეუწყობს, ინფრასტრუქტურის სამინისტროს რესურსების სწორად და ეფექტურად გამოყენებას.