სახელმწიფო უსაფრთხოების და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის თანამდებობას დავით სუჯაშვილი დაიკავებს.
აღნიშნული პოსტი მას შემდეგ გახდა ვაკანტური რაც მინდია ჯანელიძე თავდაცვის მინისტრად დაინიშნა. როგორც მთავარობის პრესამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია განმარტებული დავით სუჯაშვილს, სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხებზე მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს.
დავით სუჯაშვილი ამ დრომდე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორად მუშაობდა.