ვლადიმერ პუტინი საქართველოს განიხილავს არა როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოდ, არამედ როგორც რუკად რუსეთ-დასავლეთის დიდი თამაშისათვის, წერს გავლენიანი ბრიტანული გამოცემა The Economist.
სარედაქციო სტატიაში აღნიშნულია, რომ საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო ჩარევა ჯერ კიდევ არაა გამორიცხული, მაგრამ ამჟამად კრემლი, როგორც ჩანს, უფრო მეტად საქართველოს პოლიტიკური სისუსტით ისარგებლებს, როგორც ეს უკრაინასთან მიმართებით გააკეთა.
იმ შემხვევაში, თუ რუსეთი თავისი გავლენის სფეროში საქართველოს შეტყუებას ვერ მოახერხებს, მაშინ მოსკოვი სიტუაციის დესტაბილიზებას ისე მოხდენს, რომ ევროპისათვის რაც შეიძლება უსიამოვნო და მწარე იყოს. ბოლო ორი წლის განმავლობაში საქართველოში მომხდარი მოვლენები ამ ამოცანის რეალიზებას აადვილებს, წერს გამოცემა.