5 დეკემბერს საქართველოს სახალხო დამცველი ბერლინში ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების ევროპული ქსელის საკოორდინაციო და ფინანსური კომიტეტების შეხვედრებში მიიღებს მონაწილეობას.
კომიტეტების შეხვედრებზე განხილული იქნება ევროპის რეგიონში ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტებისთვის მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა: ინსტიტუტების ხელშეწყობა „A" სტატუსით აკრედიტაციის წარმატებით გავლაში, ევროპული ქსელის 2014 წლის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიში, ადამიანის უფლებათა სფეროში ევროპის რეგიონისთვის დამახასიათებელი გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები, ქსელის 2014 წლის საწევრო გადასახადები და 2015 წლის ბიუჯეტი.
შეხვედრებს ასევე დაესწრებიან დანიის, საფრანგეთის, შოტლანდიის, გერმანიისა და დიდი ბრიტანეთის ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების წარმომადგენლები.
საქართველოს სახალხო დამცველი 2013 წლიდან არის ევროპის ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების ევროპული ქსელის საკოორდინაციო და ფინანსთა კომიტეტების წევრი.
ევროპის საკოორდინაციო კომიტეტის წევრობა კიდევ უფრო მეტ საშუალებას მისცემს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატს, გაატაროს ეფექტური ღონისძიებები ადამიანის ძირითად უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად და ხელს შეუწყობს საქართველოში ადამიანის უფლებათა ევროპული სტანდარტების დანერგვას.
მასალის გამოყენების პირობები