ჯეიმს ბონდის ახალ სერიაში მთავარ როლს კვლავ დენიელ კრეიგი ითამაშებს. ამის შესახებ BBC იტყობინება. ამავე ინფორმაციით, ფილმში კრეიგს პარტნიორობას ფრანგი მსახიობი ლეა სეიდუ და იტალიელი კინოვარსკვლავი მონიკა ბელუჩი გაუწევენ, რომლებიც ჯეიმს ბონდის გოგონები იქნებიან. აგენტ 007-ის ახალ სერიას რეჟისორი სემ მენდესი გადაიღებს. გადაღებები მექსიკაში, რომსა და მაროკოულ ტანჟერში გაიმართება.
მასალის გამოყენების პირობები