უკრაინის მსგავსი სცენარი საქართველოში არ ვითარდება, - ამის შესახებ, ნატოს გენeრალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიაში ჯეიმს აპატურაიმ, საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ, ჟურნალისტებს განუცხადა.
ჯეიმს აპატურაიმ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ნატო საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს მხარს უჭერს.
"არაერთხელ ავღნიშნეთ, რომ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით, ვითარების გართულება მიუღებელია ნატოსთვის. დარწმუნებული იყავით, ნატო მუდმივად ერთგული დარჩება საქართველოს სუვერენიტეტის,მისი საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში. რაც უკრაინაში ვიხილეთ, მსგავსი სცენარი საქართველოში არ ვითარდება. ჩვენ ამას განვიხილავთ, როგორც რუსეთის მცდელობას, ამ ტერიტორიებზე კონტროლი საკუთარ ხელში აიღოს. მსგავსი გართულებები აქამდეც არსებობდა და მაშინაც ნატოს მოკავშირეებმა დაადასტურა, რომ საქართველო ალიანსის წევრი გახდება. შესაბამისად, ეს დამატებით პრობლემებს არ ქმნის", - განაცხადა აპატურაიმ.