საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი ბიურსელიდან ეუთოს მინისტერიალზე დასასწრებად ბაზელში გაემგზავრება.
მინისტერიალი ხვალ იხსნება, სადაც ერთ-ერთი მთავარი საკითხი უკრანაში შექმნილი ვითარება იქნება.
ეუთოს მინისტერიალს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრიც დაესწრება.
ბაზელში ელოდებიან უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელსაც.
მინისტერიალზე ქართული მხარე ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებასა და რუსეთი მრიდან მცოცავ ოკუპაციაზე გაამახვილებს ყურადღებას.