ხვალ, 3 დეკემბერს, ოფიციალური ვიზიტით საქართველოს ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატური ეწვევა. ამის შესახებ, განცხადება საგარეო უწყებაში გაკეთდა.
ჯეიმს აპატურაი შეხვდება, როგორც აღმასრულებელი, ასევე საკანონდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებს.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებთან.
ნატოს სპეციალური წარმომადგენელი ქვეყანაში არსებულ შიდა პოლიტიკას გაეცნობა.