საქართველოს ჯანდაცვის ყოფილ მინისტრს ალექსანდრე კვიტაშვილს უკრაინის მოქალაქეობა მიანიჭეს. ამის შესახებ, ინფორმაცია უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ Twitter-ის გვერდზე გაავრცელა.
პეტრო პოროშენკომ მოქალაქეობის მინიჭების შესახებ შესაბამის ბრძანებას ხელი უკვე მოაწერა. ეს გადაწყვეტილება შეთანხმებული იყო პრეზიდენტთან არსებულ სპეციალურ კომისიასთან.
ალექსანდრე კვიტაშვილი კი ჯანდაცვის მინისტრად უნდა დაინიშნოს.
შეგახსენებთ, რომ უკრაინის მთავრობაში მაღალი თანამდებობა - ვიცე-პრემიერის პოსტი მიხეილ სააკაშვილსაც შესთავაზეს, რომელმაც წინადადებაზე უარი განაცხადა.
მასალის გამოყენების პირობები