საქართველოს საგრეო საქმეთა მინისტრმა, თამარ ბერუჩაშვილმა ნატო-ს მინისტერიალის ფარგლებში შეხვედრა გამართა ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელთან ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ჯეიმს აპატურაისთან.
მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაიის მიმდინარე საკითხებზე, ნატო-საქართველოს არსებით ღონისძიებათა პაკეტის იმპლემენტაციის პროცესზე.
მხარეებმა შეშფოთება გამოთქვეს რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმს შორის გაფორმებულ ე.წ. "ხელშეკრულებასთან" დაკავშირებით, რაც უარყოფითად აისახება რეგიონის სტაბილურობასა და უსაფრთხოებაზე.
ნატო-ს გენერალური მდივნის სპეიალურ წარმომადგენელთან შეხვედრაზე მხარეები ასევე შეეხნენ 2015 წლიდან ავღანეთის "გადამწყვეტი მხარდაჭერის" მისიაში საქართველოს მონაწილეობის საკითხს.