საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს უილიამ ლაჰიუს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ნატო-საქართველოს თანამშრომლობის საკითხები. საუბარი შეეხო ქვეყნის თავდაცვისუნარიანობისა და უსაფრთხოების ამაღლების თემებს, ასევე კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის, ჯეიმს აპატურაის დაგეგმილ ვიზიტს საქართველოში.
ჯეიმს აპატურაი ოფიციალური ვიზიტით თბილისს მიმდინარე კვირაში ეწვევა.