ჟენევის მოლაპარაკებებში ყოფილ დიპლომატს დავით ზალკალიანს საქართველოს საგარეო უწყბის მინისტრის მოადგილე დავით დონდუა ჩაანაცვლებს და ის იქნება კონსულტაციებზე თანათავმჯომარე ქართული მხრიდან.
დონდუას თქმით, ქართული მხარე კვლავ გააგრძელებს რუსეთთან დიალოგს.
„როგორც აქამდე ვიყავით კონსტრუქციულები და ვცდილობდით, რომ გარკვეული პოზიტივი ყოფილიყო მოალპარაკებებზე და რეალური შედეგი ყოფილიყო, ასევე გავაგრძელებთ მომავალშიც მუშაობას," - განაცხადა ჟურნალისტებთან დონდუამ.
შეგახსენებთ, რომ ჟენევის მოლაპარაკების 30-ე რაუნდი 9-10 დეკემბერს გაიმართება.
მასალის გამოყენების პირობები