ბრიუსელში ნატოს მინისტერიალის ფარგლებში ვიზიტად მყოფი საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი თამარ ბერუიჩაშვილი აცხადებს, რომ ქვეყნის ევროპული კურსი შეუქცევადია.
მისივე განმარტებით, ნატო და ნატოს წევრები გმობენ რუსეთის ქმედებას, მხარს უჭერენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და არ აღიარებენ არც ერთ ხელშეკრულებას
,,საქართველო განუხრელად აგრძელებს ევროპული და ევროატლანტიკური კურსის ფარგლებში განხორციელებული ვალდებულებების განხორციელებას და თავისი წვლილი შეაქვს გლობალური უსაფრთხოების საქმეში. შესაბამისად პლენარულს სესიაზე ჩვენ ამ თემაზე ვისაუბრებთ. ნატო და ნატოს წევრი ქვეყნები გმობენ რუსეთის ქმედებას და მხარს უჭერენ მკაფიოდ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, არ აღიარებენ არც ერთ ხელშეკრულებას. შესაბამისად ჩვენის საუბრისის ძირითადი თემა იქნება ყველა ის ძირითადი პრიორიტეტული საკითხი რომელიც აქვს საქართველოს დღის წესრიგში ნატოსთან ინტეგრაციის გზაზე", _განაცხადა ბერუჩაშვილმა.