საქართველოს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის რადის სპიკერთან ვლადიმერ გროისმანთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისთებთან საუბრისას დაადასტურა, შს მინისტრის ყოფილი მოადგილის ეკა ზღულაძის უკრაინის მინისტრთა კაბინეტში შესაძლო დანიშვნა.
კონკრეტულად საუბარია ზღულაძის უკრაინის შს მინისტრის მოადგილედ დანიშვნაზე.
სააკაშვილის განცხადებით, უკრაინის მტავრობაში ასევე შესაძლოა, საქართველოს რამდენიმე მოქალაქის დანიშვნაც.
დღესვე გავრცელებული ინფორმაციით, სააკაშვილმა განაცხადა, რომ მას უკრაინის ვიცე-პრემიერობა არ სურს.
შეგახსენებთ, რომ გავრცელებული ინფორმაციით, შესაძლოა, უკრაინის მინისტრთა კაბინეტში სხვადსხვა თანამდებობებზე დაინიშნონ სანდრო კვიტაშვილი და ზურაბ ადეიშვილიც.