იაპონიის საელჩო საქართველოში რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის გაფორმებულ ე.წ. ხელშეკრულებას სპეციალური განცხადებით ეხმიანება სადაც მითითებულია, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის კონფლიქტების მშვიდობიანი გადაწყვეტა უნდა მოხდეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული ურღვევობის პრინციპების შესაბამისად, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
,,იაპონიის თანმიმდევრული პოზიციაა, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის კონფლიქტების მშვიდობიანი გადაწყვეტა უნდა მოხდეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული ურღვევობის პრინციპების შესაბამისად, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, რაც უმნიშვნელოვანესია საქართველოსა და სრულიად სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობისთვის.
"იაპონიის ეს პოზიცია რჩება უცვლელი ე.წ. "მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის" ხელშეკრულების მიმართებითაც.
იაპონია და საქართველო ეწინააღმდეგებიან საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრის შეცვლის ნებისმიერ მცდელობას. ზემოხსენებული დებულებები თვალნათლივაა გამოხატული იაპონიისა და საქართველოს 24 ოქტომბრის ერთობლივ განცხადებაში - "სოლიდარობა მშვიდობისა და დემოკრატიისთვის", რომელიც მისი აღმატებულება იაპონიის პრემიერ-მინისტრის, ბატონი შინძო აბეს და მისი აღმატებულება საქართველოს პრეზიდენტის, ბატონი გიორგი მარგველაშვილის მიერ იქნა ხელმოწერილი საქართველოს პრეზიდენტის იაპონიაში ვიზიტისას", - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.