პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უახლოეს მომავალში ოფიციალური ვიზიტით უკრაინას ეწვევა. როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სპიკერმა დავით კერესელიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა ვიზიტის თარიღი, ჯერჯერობით, უცნობია, თუმცა მასზე მუშაობა მიმდინარეობს.
„ეს იქნება უმაღლესი დონის ვიზიტი და შესაბამისად, ყველა საკითხზე სასაუბროდ უნდა ვიყოთ მზად. ჩვენ ველოდებით უკრაინაში მინისტრთა კაბინეტის ჩამოყალიბებას და უკვე ამის შემდეგ, შეგვიძლია დავგეგმოთ ვიზიტი", - განაცხადა კერესელიძემ
მისივე განმარტებით, ვიზიტი წარმომადგენლობითი იქნებოდა და მასში მონაწილეობას მინისტრთა კაბინეტის წევრებიც მიიღებენ.