საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ფარული მოსმენების შესახებ ვეტოდაძლეულ კანონს ხელი მოაწერა. დოკუმენტები საკანონმდებლო მაცნეში 19:00 საათამდე გამოქვეყნდება.
შეგახსენებთ, რომ 82-მომხრე, 13 წინააღმდეგი, დეპუტატებმა ე.წ. მოსმენებთან დაკავშირებით პრეზიდენტის ვეტო დაძლიეს.
პარლამენტმა პარასკევის პლენარულ სხდომაზე ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილის კანონპროექტი 73 ხმით მიიღო. წინააღმდეგ კი ხმა 30 -მა დეპუტატმა მისცა. კანონპროექტის მესამე მოსმენით განხილვაში მონაწილეობა არ მიიღეს ფრაქცია "თავისუფალმა დემოკრატებმა" და "რესპუბლიკელებმა" თინათინ ხიდაშლმა. მათ პლენარული სხდომა, კანონპროექტის მეორე მოსმენით გახილვისას, პროტესტის ნიშნად დატოვეს. არსბული კანონპრპოექტის მიხედვით, შემოდის ე. წ. ორგასაღებიანი სისტემა, სადაც ე.წ. ერთი გასაღები შსს-ში რჩება, მეორე კი პერსონალური მონაცემთა დაცვის ინსპექტორს გადაეცემა.თუმცა გუშინ პრეზიდენტმა ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით კანონს ვეტო დაადო და დეპუტატებს ალტერნატიული კონცეფცია წარუდგინა რომლის თანახმად, ფარული მოსმენების განმახორციელებელ ორგანოდ კვლავ შსს რჩება, თუმცა პროცესში სასამართლოს როლი ძლიერდება. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს კი, რჩება პროცესზე ზედამხედველობის უფლება.