ხვალ, 1-ელ დეკემბერს, საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი ახალ პრეს-სპიკერს წარადგენს. როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენს" საგარეო უწყებიდან აცნობეს წარდგენის ცერემონია საგარეო უწყებაში 09:30 საათზე გაიმართება.
თამარ ბერუჩაშვილის საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშვნამდე პრეს-სპიკერს ფუნქციას საგარეო საქმეთა მინისტრის უკვე ყოფილი მოადგილე დავით ზალკალიანი ასრულებდა, რომელიც საგარეო უწყებაში ყოველკვირეულად ტრადიციულ ბრიფინგებს მართავდა.