პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი იმედს გამოთქვამს, რომ ფარული მოსმენების შესახებ კანონში შესატანი ცვლილებების განხილვის პროცესში მონაწილე ყველა პირი, კანონის მიღებისთვის განსაზღვრული დროის სიმცირის კუთხით შექმნილ ვითარებას გაითვალისწინებს.
როგორც უსუფაშვილმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა, პარლამენტსა და პრეზიდენტის ადმინისტრაციას შორის არის კომუნიკაცია და მათი ინფორმაციით, დოკუმენტი მზადების პროცესშია.
საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატები პრეზიდენტის შენიშვნების გათლისწინებას არ აპირებს, თუმცა, იმისთვის, რომ პარლამენტმა ვეტოს დასაძლევად შემდგომი პროცედურები დაიწყოს, საკანონმდებლო ორგანოში პრეზიდენტის შენიშვნები წერილობითი სახით უნდა შევიდეს.
წინასწარ ცნობილია, რომ ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა" და ფრაქცია "თავისუფალი დემოკრატები" პრეზიდენტის ვეტოს განხილვის პროცესში მონაწილეობას არ მიიღებებენ. ვეტოს დაძლევისთვის მხარდაჭერას არ აპირებს არც ფრაქცია "რესპუბლიკელების" ნაწილი.
პარლამენტს პრეზიდენტის ვეტოს დასაძლევად 76 ხმა სჭირდება.
შეგახსენებთ, კანონის მიღების ვადა პარლამენტს 1-ელ დეკემბერს ეწურება.