პარლამენტმა პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით, საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებული კანონპროექტი მეორე მოსმენით, 74 ხმით 45-ის წინააღმდეგ, მიიღო. პარლამენტი, კანონპროექტს დღსვე, დაჩქარებული წესით, მესამე მოსმენით განიხილავს.
ბესელი-ფოფხაძე-სესიაშვილის კანონპროექტის განხილვა დებატების ფონზე მიმდინარეობდა.
პლენარული სხდომა "რესპუბლიკელმა" თინათინ ხიხაშელმა და ფრაქცია "თავისუფალმა დემოკრატებმა" პროტესტის ნიშნად დატოვეს.
როგორც დეპუტატებმა სხდომათა დარბაზის დატოვების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადეს, განხილვებში მათ მონაწილეობას აზრი არ აქვს, რადგან შენიშვნები გათვალისწინებული არ არის.
შეგახსენებთ, გუშინდელ პლენარულ სხდომაზე პარლამენტმა ბესელია - ფოფხაძე - სესიაშვილის საკანონმდებლო პაკეტი 75 ხმით 58--ს წინააღმდეგ, პირელი მოსმენით დაამტკიცა. ამავე საკითხზე მომზადებული იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძის პროეტქი კი 61 ხმა 71-ის წინაააღმდეგ, პირელი მოსმენით განხილვის შემდეგ, კენჭისყრაზე ჩავარდა.