პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას ყველას მოუწოდა ,,რესპუბლიკელების" მიერ უმრავლესობის დატოვების საკითხი დახურულად გამოაცხადონ.
"რა მოხდა ამ დღეების განმავლობაში, როდესაც უმრავლესობის მხრიდან ერთსა და იმავე საკითხზე, ორი განსხვავებული კანონპროექტი იქნა წარმოდგენილი. დაიქცა ქვეყანა, თუ აშენდა დემოკრატია საქართველოში, არც ერთი, არც მეორე. საინტერესო აჟიოტაჟი შევნიშნე ბევრგან აი, ხომ არ არის ის დრო, როცა რაღაც ხდება? არა ბატონებო, არ არის ეს ის დრო. იმ დროს, რომელზეც შესაძლოა, ბევრი ოცნებობს პოლიტიკური სპექტრის სხვა და სხვა მხარეს, გპირდებით, რომ იმედი უნდა გაგიცრუოთ. ფრაქცია "რესპუბლიკელებმა" ამ კოალიციაში გაერთიანებით, ავიღეთ პასუხისმგებლობა ქართველი ხალხის, მისი დამაარსებლის, ბიძინა ივანიშვილის, ჩვენი პარტნიორების წინაშე, რა არის ეს, პასუხსისმგებლობა? არა ჩვენი ძმობა და მეგობრობა, არამედ ის, რაზეც შევთანხმდით, ხოლო ის რისთვისაც შევთანხმდით ასახულია კოალიციის სადამფუძნებლო დეკლარაციაში, კოალიციის წინასაარჩევნო პროგრამაში და აქ ვრჩებით ჩვენ მაშინაც, როცა შესაძლოა, განსხვავებული ხედვები გვქონდეს ამა თუ იმ საკითხზე. ამიტომ, ყველას მინდა ვურჩიოთ, ეს თემა დახურულად გამოვაცხადონ და გავაგრძელოთ ცხოვრება", - განაცხადა უსუფაშვილმა.