პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით, საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებული კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვისას ფრაქცია "რესპუბლიკელებმა" და "თავისუფალმა დემოკრატებმა" პლენარული სხდომა დატოვეს.
როგორც დეპუტატებმა სხდომათა დარბაზის დატოვების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადეს, განხილვებში მათ მონაწილეობას აზრი არ აქვს, რადგან შენიშვნები გათვალისწინებული არ არის.
"კანონპროექტს იურიდიულ -ტექნიკური თვალსაზრილით, ძალიან ბევრი პრობლმა აქვს. მიმაჩნია, რომ განხილვაში ჩვენს მონაწილეიობას აზრი არ აქვს, რადგან ამ მახინჯი სისტემისგან ჩვენ კარგ კანონს ვერ გამოვიყვანთ", - განაცხადა ფრაქცია "თავისუფალი დემოკრატების" წევრმა ირაკლი ჩიქოვანმა.
კანონმდებლებს, უმრავლესობის მიერ მომზადებული კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვის შემდეგ, კანონის თითოეულ მუხლში შეტანილ ცვლილებებს ერთ-ერთი ავტორი, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია აცნობს.
რეგისტრაცია პარლამენტის 104 წევრმა გაიარა.