შეერთებული შტატების მცდელობა, რუსეთი საერთაშორისო იზოლაციაში მოაქციოს, არ ამართლებს. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ რადიო „კომერსანტისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. „ვაშინგტონი ჩვენს იზოლაციას ცდილობს, მაგრამ წარუმატებლად. ზეწოლის მიუხედავად, ჩვენ პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობას განვაგრძობთ,"-აღნიშნა ზახაროვამ.
მასალის გამოყენების პირობები