პარლამენტმა პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით, საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებული კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვა დაიწყო.
კანონმდებლებს კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვის შემდეგ, კანონის თითოეულ მუხლში შეტანილ ცვლილებებს ერთ-ერთი ავტორი, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია აცნობს.
რეგისტრაცია პარლამენტის 104 წევრმა გაიარა.
დღის წესრიგში ბიურომ 74 საკითხი შეიტანა. დეპუტატები რამდენიმე საკითხს, მათ შორის, პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ კანონში და საგადასახადო კოდექსში შესატან ცვლილებებს, დაჩქარებული წესით განიხილავენ.
სხდომის დღის წესრიგში ასევე შეტანილია აფხაზეთის საკითხზე რეზოლუციის განხილვა, რომელი პარლამენტში "ნაციონალურლმა მოძრაობამ" წარადგინა. უცირესობამ სხდომაზე, საკითხის დაჩქარებული წესით განხილვა მოითხოვა.
შეგახსენებთ, გუშინდელ პლენარულ სხდომაზე პარლამენტმა ბესელია - ფოფხაძე - სესიაშვილის საკანონმდებლო პაკეტი 75 ხმით 58--ს წინააღმდეგ, პირელი მოსმენით დაამტკიცა. ამავე საკითხზე მომზადებული იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძის პროეტქი კი 61 ხმა 71-ის წინაააღმდეგ, პირელი მოსმენით განხილვის შემდეგ, კენჭისყრაზე ჩავარდა.