საქართველოს დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ალასანიას ჟურნალ ,,Forbes"-თვის მიცემულ ინტერვიუს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი მთავრობის მუშაობაში არ ერევა.
,,მოდით პირდაპირ ვთქვათ, ბიძინა ივანიშვილი მთავარობის მუშაობაში არ ერევა და ეს ძალიან კარგად იცის ირაკლი ალასანიამაც", _განამარტა სუბარმა.
კითხვაზე მაშინ რა სტატუსით იმყოფებოდა კოალიცია ,,ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში ბიძინა ივანიშვილი უმრავლესობის შეკრებაზე სოზარ სუბარი განმარტავს:
,,უმრავლესობის სხდომა არ არის მთავარობის სხდომა", _განაცხადა მთავრობის სხდომის შემდეგ სუბარმა.
ჟურნალმა Forbes-მა "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერის, ირაკლი ალასანიას ინტერვიუს ფრაგმენტები გაასაჯაროვა, რომლის სრული ვერსია რამდენიმე დღეში გამოქვეყნდება.
ყოფილი თავდაცვის მინისტრი ქვეყანში მიმდინარე მოვლენებზე საუბრობს და აცხადებს, რომ ქვეყანას არა ინსტიტუტები, არამედ ერთი კაცი მართავს.
„იმის გამო რომ დღეს ქვეყანას არ მართავს ინსტიტუციები და ერთი ადამიანის ნებაზეა დამოკიდებული სახელმწიფოებრიობის ბედის გადაწყვეტა, ამიტომ იჭიმება ყველანაირი და ყველა სახის გადაწყვეტილებები. ის, რასაც სჭირდება ხუთი წუთი ანდა ერთი დღე ეს იჭიმება ორი თვე",- განაცხადა ალასანიამ და აღნიშნა, რომ ბოლო მოვლენების განვითარებაში ნათლად გამოჩნდა, რამდენად ჩახედულია, თუნდაც ბიძინა ივანიშვილი იმ დეტალებში, რაზეც პროკურატურაც კი არ საუბრობს ასე ღრმად.
„ეს კიდევ ერთი საბუთია, თუნდაც კიდევ ერთი საბუთია იმის, რომ ქვეყანას ერთი კაცის ნება და არა ინსტიტუტები და კანონები მართავს. როდესაც არ არის ხელისუფლებაში გადაწყვეტილების მიმღები პირი პრემიერ-მინისტრი, როდესაც მას აქვს ვალდებულება იმისი რომ ყველა საკითხი შეათანხმოს კონკრეტულ ადამიანთან, ეს ქმნის ვაკუუმს. ეს რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნისთვის არ დამაზიანებელი",-განაცხადა ალასანიამ.