საქართველოს დევნილთა და განსახლების მინისტრის სოზარ სუბარის განცხადებით, თავდაცვის ყოფილ მინისტრ ირაკლი ალასანიას მიმართ ჯერ კიდევ ბიძინა ივანიშვილი პრემიერობის დროს იყო კითხვები რომელსაც პასუხები არ გაეცა. როგორც მთავრობის სხდომის შემდეგ სუბარმა განმარტა პირადად მისი მისმართით, ამდაგვარი კითხვები რომ გაჩენილიყო ის მინისტრთა კაბინეტს აუცილებლად დატოვებდა და არ დაელოდებოდა როდის გაათავისუფლებდნენ თანამდებობიდან.
,,ირაკლი ალასანიას მიმართ ჯერ კიდევ მაშინ როდესაც ბიძინა ივანიშვილი პრემიერ-მინისტრი იყო მთავრობის სხდომაზე დასმული იყო ძალიან მწვავე კითხვები რომელზეც პასუხი არ გაეცა. ჩემს მიმართ, რომ ასეთი კითხვები დასმულიყო თუ პასუხი არ მექნებოდა იმავე დღეს წავიდოდი მთავრობიდან და არ დაველოდებოდი როდის გამაგდებდნენ და მომხსნიდნენ თანამდებობიდან", _განაცხადა მთავრობის სხდომის შემდეგ სუბარმა.
სუბარს ჟურნალისტებთან საუბრისას არ დაუკონკრეტებია რა კითხვები დაისვა პრემიერ ივანიშვილის დროს ალასანიას მიმართ, თუმცა ერთ-ერთ საკითხად ტენდერები დაასახელა.