მოსკოვსა და სოხუმის საოკუპაციო რეჟიმს შორის ხელმოწერილ ე.წ. ''ხელშეკრულებასთან: დაკავშირებით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აქტიურ კონსულტაციებს აწარმოებს საერთაშორისო თანამეგობრობასთან.
საქართველოს საგარეო უწყება აქტიურ კონსულტაციებს აწარმოებს, რათა უახლოეს მომავალში შედგეს შესაბამისი ღონისძიებები საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში - პირველ რიგში გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომა, ისევე როგორც დაიგეგმოს ნატო-საქართველოს საბჭოს (NGC) სხდომა.
ასევე, ე.წ. „ხელშეკრულების" საკითხის განხილვა მოხდება ა.წ. 2 დეკემბერს ბრიუსელში დაგეგმილი ნატო-ს და ა.წ. 4-5 დეკემბერს ქ. ბაზელში დაგეგმილი ეუთო-ს მინისტერიალების ფარგლებში;
9-10 დეკემბერს საქართველოს დელეგაცია ე.წ. „ხელშეკრულების" თემას დააყენებს ჟენევის მოლაპარაკებების მორიგი, რიგით 30-ე რაუნდის დღის წესრიგში.
მასალის გამოყენების პირობები