საქართველოს პრემიერ-მინისტრი საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან პირველი მიერ მოსმენით ფარული მიყურადების შესახებ წარმოდგენილი კანონპროექტის მიღებას სახელმწიფოებრივად სწორი გადაწყვეტილებად აფასებს.
„მინდა მივესალმო პარლამენტის მიერ, უმრავლესობის მიერ მიღებულ სწორ და გონივრულ, სახელმწიფოებრივად სწორ გადაწყვეტილებას. მიმაჩნია, რომ ეს იყო მართლაც ოპტიმალური ვარიანტი, რომელიც შემუშავებული იქნა პარლამენტის მიერ და იმედი მაქვს, რომ ამ საკითხს ერთხელ და სამუდამოდ დაესმება წერტილი", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე.
შეგახსენებთ, რომ გუშინ პირველი მოსმენით პარლამენტმა კენჭი უყარა და მხარი დაუჭირა პერსონალური ინფორმაციის წვდომის შესახებ ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილის მიერ მომზადებულ კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც წვდომა მოსმენებთან შინაგან საქმეთა სამინისტროს რჩება.