საქართველოს პრემიერ-მინისტრი ამტკიცებს, რომ მისი ქვეყანა არ გადაუხვევს დასავლურ გზას, მიუხედავად იმისა, რომ უახლოეს წარსულში რამდენიმე პროევროპელი მინისტრი თანამდებობიდან გადადგა. როგორც პრემიერმა ,,Wall Street Journal"_თან ინტერვიუში განაცახდა იმის თქმა, რომ მხოლოდ სამი მინისტრი იყო პროდასავლური ორიენტაციის, შეურაცხმყოფელიც კი იყო ჩემი მთავრობისთვის.
,,ვინ არის პროსაბჭოელი?! ჩვენ ვართ პროდასავლელი", - განაცხადა ღარიბაშვილმა და აღნიშნა, რომ ,,ქართული ოცნების" მთავარობა ორიენტირებული ევრიპულ კურსზე.
,,მათ გამოიგონეს ეს, თითქოს ისინი არიან პროდასავლელები, ხოლო სხვები მთავრობაში - არა. იმის თქმა, რომ მხოლოდ სამი მინისტრი იყო პროდასავლური ორიენტაციის, შეურაცხმყოფელიც კი იყო ჩემი მთავრობისთვის", _აცხადებს პრემიერი.
ღარიბაშვილმა ,,Wall Street Journal"_თან ინტერვიუში აღნიშნა, რომ ცვლილებები მინისტრთა კაბინეტში შიდა პოლიტიკიდან მომდინარეობს.
,,ეს არის მხოლოდ შიდა საკითხი. იგი არაფერ კავშირში არ არის ჩვენი ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსთან. ეს უბრალოდ სასაცილოა", _აცხადებს პრემიერი.