პორტუგალიის მთავრობა, რუსეთის ფედერაციასა და სოხუმის საოკუპაციო რეჟიმს შორის გაფორმებულ ე.წ. „ხელშეკრულებას" ეხმიანება. „პორტუგალია კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის ურყევ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. პორტუგალიის მთავრობა მიიჩნევს, რომ აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმსა და რუსეთის ფედერაციას შორის გაფორმებული, „მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ" ე.წ. ხელშეკრულება, ხელს არ უწყობს, არც საქართველოს და არც მთლიანად რეგიონის სტაბილურობასა და უსაფრთხოებას. ყოველივე აქედან გამომდინარე, მოვუწოდებთ ყველა მხარეს პატივი სცენ 2008 წლის აგვისტოს სამშვიდობო შეთანხმებით მხარეების მიერ აღებულ ვალდებულებებს, რათა ზიანი არ მიადგეს მიმდინარე მოლაპარაკებების პროცესს"-ნათქვამია განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები